26 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირების დროს ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დაკრძალეს

ახალქალაქში სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული 27 წლის ვართან მირანიანი ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. იქამდე ქალაქი მკვლელობაში ბრალდებულ არტურ გაბრიელიანის ოჯახის წევრებმა დატოვეს. ვითარების დაძაბვის თავიდან ასაცილებლად ადგილზე სამართალდამცავები რჩებიან. 

"რა მოხდა არ ვიცი, ოქროს ადამიანი მოგვიკლეს, საშინელებაა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ახალგაზრდებს შორის," - აცხადებენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ ერთმანეთს ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად, გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავა.

მკვლელობის შემდეგ ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელები, სოფელ კულიკამიდან ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილის სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის

დღის ამბები