09 სექტემბერი 2026,   05:29
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

თელავის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სოფელ სანიორეში ძლიერი წვიმის შედეგად, ათამდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დაიტბორა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხუთი ეკიპაჟი. მაშველები მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში დაეხმარნენ.

ადგილობრივების თქმით, სოფელში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია, რის გამოც უხვი ნალექი პრობლემებს ქმნის.

დღის ამბები