დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადასახლებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, წყალტუბოში 40 - ერთოთახიანი, 80 - ოროთახიანი და 20 - სამოთახიაში ბინა ნაწილდება.