07 სექტემბერი 2026,   12:03
ვრცლად
ექიმები კოლეგების საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

ექიმების კიდევ ერთი სოლიდარობის აქცია - ისინი თბილისის ცენტრალური კლინიკის დირექტორის, გიორგი ლობჟანიძისთვის და ანგიო-ქირურგ ვახტანგ ყიფიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ექიმები გენერალურ პროკურორთან შეხვედრასაც ითხოვენ.

"მოთხოვნა არის წინასწარი პატიმრობის გაუქმება ბრალდებული ექიმებისთვის და რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტის გადახედვა და საკითხის ახლიდან შესწავლა. რაც შეეხება პროკურორთან წერილს, მოთხოვნილი არის მასთან შეხვედრა, ვინაიდან ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ის ახალი გარემოება, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს წინასწარი პატიმრობის მოთხოვნაზე უარის თქმას," - აცხადებს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე.

პროკურატურის მტკიცებით, ექიმებს, რომლებმაც ახალგაზრდა გოგოს ოპერაცია ჩაუტარეს, შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ. ვახტანგ ყიფიანს სასამართლომ პატიმრობა, კლინიკის დირექტორს კი 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მესამე დაკავებულს, მაგდა ხოჭოლავას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

დღის ამბები