09 სექტემბერი 2026,   07:50
ვრცლად
"ქართული ოცნების" თელავი-ახმეტა-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დაიწყო

"ქართული ოცნების" თელავი-ახმეტა-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დაიწყო.

ირაკლი ქადაგიშვილი დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 15 ივლისს მომხდარი სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

ქადაგიშვილმა ადგილობრივებს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა, მოისმინა მათი პრობლემები და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი მსგავს შეხვედრებს სხვადასხვა სოფელში გეგმავს. 

დღის ამბები