09 სექტემბერი 2026,   07:01
ვრცლად
პარტიამ "სამართლიანობისთვის" ოზურგეთში საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნა

პარტიამ "სამართლიანობისთვის" ოზურგეთში საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნა. ეკა ბესელიამ მხარდამჭერებს შტაბის ხელმძღვანელი, ნინო ორაგველიძე წარუდგინა.

სამართლიანობისა და დარღვეული უფლებების აღდგენა - პარტიის მთავარი მიზანი ბესელიამ შეკრებილებს კიდევ ერთხელ შეახსენა.

"ვაპირებთ რომ მოვემზადოთ უკვე აქტიურად, საარჩევნო კამპანია უკვე ოზურგეთშიც წარვმართოთ და როდესაც უკვე საბოლოოდ წარვადგენთ საარჩევნო სიას, მათ შორის გავითვალისწინოთ ხალხის განწყობა. მათ თავად წინ წამოწიონ ისეთი კანდიდატები, რომელსაც შემდგომ წარადგენს პარტია "სამართლიანობისთვის". ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი მთავარი სათქმელია ჩვენ სამართლიანობისთვის ვიბრძვით," - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები