მესტიაში საკარანტინო რეჟიმი ნაწილობრივ მოხსნილია. დილიდან სოფელ ბარჯაშის ბლოკ-პოსტთან ატარებენ როგორც სადისტრიბუციო, ასევე, კერძო მანქანებსა და სამარშუტო ტაქსებს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და მუნიციპალიტეტში შემსვლელი და გამომსვლელი ყველა პირისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივები, რომლებმაც 12 დღის შემდეგ მესტიის დატოვება პირველად მოახერხეს, სოფლებში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, საკვებ პროდუქტების დეფიციტი არ ყოფილა. ბარჯაშის ბლოკ-პოსტთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.
დღეიდან დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა ზემო სვანეთის ყველა სხვა სოფელში. დღესვე ჩაკეტილ ზონაში განმეორებითი ტესტირების დაწყება იგეგმება.