09 სექტემბერი 2026,   05:00
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანი ზ.ხ ცუდად გახდა

გიორგი შქარაშვილის სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანი ზ.ხ ცუდად გახდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შაქარაშვილის საქმეზე დღეს არასრულწლოვნები უნდა დაიკითხონ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროცესს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ ვერ ესწრება და სწორედ ამიტომ შესვენება გამოცხადდა. 

ამჯერად სხდომათა დარბაზში მედიკოსები იმყოფებიან და სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, განახლდება თუ არა სასამართლო პროცესი.

არასრულწლოვანი ზ.ხ-ს უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე 4 დღეა შიმშილობს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებს მისთვის წაყენებულ ბრალს. 

დღის ამბები