გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აგრძელებს შიმშილობას და შესაძლოა არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მსგავსად ისიც შეუძლოდ გახდეს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლ.შ. აგრძელებს შიმშილს, შესაძლოა მომდევნო სასამართლო სხდომაზე ჩვენც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. ძალიან რთულია, როდესაც მშრალ შიმშილობას აცხადებენ არასრულწლოვნები. ბუნებრივია გადაიდო სასამართლო სხდომა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე დაინიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი და მომდევნო სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი," - განაცხადა გვიშიანმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესი გადაიდო. ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესი დატოვეს. მიზეზი პროცესზე არასრულწლოვნის შეუძლოდ გახდომა გახდა.
ამავე მიზეზით, პროცესის გადადებამდე სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. პროცესის განახლების შემდგომ, ზ.ხ.-მ აღნიშნა, რომ თავს ისევ ცუდად გრძნობდა და სხდომას აღარ დასწრებოდა, პროცესის დატოვება კი ადვოკატსაც მოუწოდა. პროცესი დატოვეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებმაც.
მორიგი სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 26 აგვისტო 2 საათზე