ლენტეხში ხუთი სოფელი გარესამყაროს ისევ მოწყვეტილია. სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე სამუშაოები დაწყებულია, თუმცა უცნობია, როდის მოხდება მიმოსვლის აღდგენა.
ამ დროისთვის, ხუთივე სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება. ხელისუფლების ინფორმაციით, მოსახლეობას საჭირო პროდუქტები და მედიკამენტები გადასცეს. ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე ადიდდა, წაღებულია ხიდები, განადგურებულია საავტომობილო გზის ნაწილი, დატბორილია სახნავ-სათესი მიწები.