09 სექტემბერი 2026,   07:50
ვრცლად
მესტიისა და სოფელ ლენჯერის ჩაკეტილ სივრცეში 800 პირს PCR ტრესტი ჩაუტარდა

უკვე მეორე დღეა, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაწილში საკარანტინო რეჟიმის ნაწილი მოხსნილია. სოფელ ბარჯაშთან სამართალდამცავები დგანან და სამეგრელოსკენ მიმავალ პირებისა და ტრანსპორტის რეგისტრირებას ახდენენ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, ამ დრომდე თერმოსკრინინგი 4500-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა, გუშინ კი დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის ჩაკეტილ სივრცეში 800 პირი გაიტესტა. მათი ნაწილის პასუხი ცნობილია და COVID უარყოფითია. მესტიაში საკარანტინო რეჟიმი 10 აგვისტოს დაწესდა, 21 აგვისტოდან კი შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა.

"სიტუაცია სტაბილურია, მოქალაქეების გადაადგილება კი უკვე შეუზღუდავად არის შესაძლებელი. მესტიის მუნიციპალიტეტში კვლავ თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორად ტესტირებას, პროცესი დაწყებულია, როგორც ლენჯერის თემში, ასევე საკარანტინო სივრცეში განთავსებული პირების,"- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი. 

 

 

დღის ამბები