09 სექტემბერი 2026,   04:54
ვრცლად
შავი ზღვის ჯაზფესტივალი 21 აგვისტოს გაიხსნა და დღეს დაიხურება

რიგით მე-14 შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მეორე საკონცერტო დღე ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიომ გახსნა, შემდეგ კი მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე მღებრიშვილი წარდგა მსმენელის წინაშე.

მუსიკოსმა ახალი პროგრამა სპეციალურად ჯაზფესტივალისთვის მოამზადა, სადაც მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ძველი კომპოზიციების ახლებური ვერსიები შესრულდა, ასევე, შედგა ერთი სიმღერის პრემიერაც.

უამინდობის მიუხედავად, ჯაზფესტივალის მეორე დღეს მაყურებელთა დიდი რაოდენობა დაესწრო.

ფესტივალის არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ღონისძიებაზე მხოლოდ ქართველი შემსრულებლები მონაწილეობენ.

ამ პროექტისთვის მუსიკოსები ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა ჯაზური ჟღერადობა მიეცათ რეპერტუარისთვის. ფესტივალის დახურვაზე დღეს, 23 აგვისტოს ჯაზის მოყვარულები იხილავენ ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა Young Georgian Lolitaz და MokuMoku. ფესტივალის ბილეთები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ბათუმის სალაროებში და ონლაინ.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 21 აგვისტოს გაიხსნა და დღეს დაიხურება.

დღის ამბები