07 მაისი 2024,   22:50
ვრცლად
ინფექციური საავადმყოფოს როლი შეუცვლელია, არ არის საუკეთესო გამოსავალი პაციენტების მიღების შეწყვეტა - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთვის გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის გაღიზიანება.

დიმიტრი ხუნდაძე იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხს მოაგვარებს.

"არ არის საუკეთესო გამოსავალი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მიღების შეწყვეტა. ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი. ბატონ თენგიზს არამხოლოდ როგორც პროფესიონალს, პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ეს პრობლემები მოგვარდება. ამის იმედს გამოვთქვამ ნამდვილად. თუ საჭირო იქნება კომიტეტის ჩართულობა, რა თქმა უნდა ჩვენც ჩავერთვებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბატონი თენგიზის როლი, როგორც ექიმის, ასევე კლინიკის - ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ იყო ინფორმირებული, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში არსებულ მძიმე სიტუაციაზე, რის გამოც 20 აგვისტოდან, დაწესებულებამ პაციენტების ნაწილის მიღება შეაჩერა, "სიცრუეს და თავის მართლების უსუსურ მცდელობას" უწოდებს.

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მათივე თქმით, მოსახლეობამ მაღალი ხარისხით სამედიცინო მომსახურეობას ვერ იღებდა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო.

დღის ამბები