გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა უდანაშაულობაზე საუბრობენ "ტოიტა ქამრის" ბრალდებული მგზავრების ოჯახის წევრები და ახლობლები.
დღის ბოლოს ისინი ნაძალადევში შეიკრიბნენ და დაკავებული ახალგაზარდების გათავისუფლება მოითხოვეს.
მათი მტკიცებით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს და პროკურატურას შესაბამისი ქმედებებისკენ მოუწოდებენ.
ერთ-ერთი დაკავებულის არჩილ გაგნიძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ციხეში უდანაშაულოდ ჩასვეს.
"გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის ჩემი უდანაშაული შვილი ზის ციხეში,"- განაცხადა ლია გელაშვილმა.
არასრულწლოვანი ზ.ხ -ს მამა კი აცხადებს, რომ უამრავი ადამიანი დადგება მის გვერდში.
"აქ მხოლოდ ნათესავები დგანან. ნახალოვკა უპატრონო ნუ გგონიათ, თემქა, გლდანი, დიდუბე - ყველა აგვყვება. ამ ხალხს თქვენ ვერ გააჩერებთ,"- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.