გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს მოსამართლემ ოთხსაათიანი განხილვის შემდეგ, არცერთი ადვოკატის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ყველა დაკავებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
11 სრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა 14 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი ოთხ საათიანი განხილვის მიუხედავად, სასამართლო პროცესი მხარეების რეპლიკებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ბრალდებულების ადვოკატებმა მოსამართლის აცილებაც კი მოითხოვეს, ბრალდებულებმა კი კითხვები პროკურორს დაუსვეს.
"კურიერმა" გაარკვია, რომ გამოძიება საქმეში მონაწილე სხვა პირების გამოვლინებაზე მუშაობს და გამორიცხული არ არის, რომ ძალადობის, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეს კიდევ ერთი მუხლი დაემატოს.