ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მისი ცხედარი სოფელში ადგილობრივებმა იპოვეს, რის შემდეგაც ის პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლას მდინარით ცდილობდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.