19 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხება, საიდანაც 2 დაზარალებულია - "კურიერისთვის" ცნობილია გამოსაკითხთა ვინაობა

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება სასამართლო ბრალდებული არასრულწლოვნების საქმეს განიხილავს. "კურიერმა" იმ პირების ვინაობა გაარკვია, რომელიც დღეს მოწმის სახით გამოიკითხება.

დღეს ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხება, საიდანაც 2 დაზარალებულია.

 სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის დაიკითხება დაზარალებული კოკო ღიბრაძე, რომელმაც ავტომაგისტრალის ინციდენტის დროს "მერსედესში" მსხდომების თავდასხმის შემდეგ მიმალვა შეძლო.

გარდა ამისა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხება ვანო თეგაძე. ის აგარაკზე დარჩა, როცა ყველამ დატოვა ადგილი. ჩვენებებში თეგაძე იხსენებს, რომ ადგილზე როგორც "მერსედესის", ასევე "ტოიოტას" მარკის მანქანებში მსხდომი პირები დაბრუნდნენ.

ამასთან, დღეს დაიკითხება არასრულწლოვანი ნ.ხ. ის მცხეთაში, აგარაკზე კიბის ეპიზოდში მონაწილეობდა. მან თბილისში დაურეკა რატი პუსიაშვილს და დახმარება სთხოვა, შემდეგ კი მისი ავტომობილით მცხეთაში წავიდა. მისი ჩვენებების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ვერ მივიდა და უკან დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ნ.ხ.-მ პირველ ჩვენებაში ეს ინფორმაცია დამალა, ხოლო მეორე ჩვენებაში გამოკითხვისას კითხვებიდან გამომდინარე იძულებული გახდა აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებისთვის მიეწოდებინა. ჩვენებებში დევს მისი მიმოწერები მეგობრებთან.

აღსანიშნავია, რომ მოწმეებს შორის არის ის პოლიციელები, რომლებმაც მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე წამოიყვანეს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

დღის ამბები