03 მაისი 2024,   20:26
ვრცლად
ვისკონსინში სროლების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

სროლების შედეგად ვისკონსინში ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ერთი.

შტატში საპროტესტო გამოსვლები მესამე დღეა, მიმდინარეობს. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ქალაქ კენოშაში ​საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში პოლიციის მიერ აფრო-ამერიკელი კაცის დაჭრის კადრები გავრცელდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ინციდენტში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.

დღის ამბები