როგორ და რატომ აღმოჩნდა რუსთავის გზატკეცილზე სუს-ის 3 ავტომობილი, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან. ამასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ დღეს განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა. უწყების განმარტებით, ეს ავტომანქანები თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ, რის შემდეგაც ისინი უხვევენ და შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე შედიან.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ვიდეომასალამ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა.
"მე მაგათზე მქონდა მოთხოვნილი, როგორც შევიდა მანქანა ისე დაედოთ გამოსვლის ვადა და დრო, იმიტომ რომ მაგ ბაზას აქვს საიდუმლო გასასვლელი გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაწევანში. ამბობენ რომ ჩაეხსნა მანქანა? უფრო მეტად აჩენს კითხვის ნიშანს, თუ მანქანა ჩაეხსნა და არ არის შემხებლობაში, მაშინ როგორც ჩაეხსნა უნდა ანახონ გამოსვლის ვადა, როდის გამოვიდა ბაზიდან," - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.