ორი დღის წინ თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობასთან კავშირში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს .
32 წლის მამაკაცს გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ. შესაბამისად, საქმესთან კავშირში უკვე 3 ადამიანია დაკავებული. აქედან ერთს განზრახ მკვლელობას, მეორეს კი ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, სტუმრად მყოფმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა 27 წლის ახალგაზრდას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.