09 სექტემბერი 2026,   05:18
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან დღეს აქციას გამართავს - ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან დღეს აქციას გამართავს. მთავარი მოთხოვნა მუხლის გადაკვალიფიცირებაა. ოჯახი ითხოვს, რომ გამოძიება არა თვითმკვლელობამდე მიყვანით, არამედ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს. ისინი ირწმუნებიან, რომ პროკურატურის მასალებში დევს ბევრი ისეთი მტკიცებულება, რომელიც მათ ვერსიას ამყარებს.

კიდევ ერთი მოთხოვნა იმ კადრების სრულად გასაჯაროებას ეხება, რომელიც საქმეში დევს.

"ჩემი მოთხოვნა იქნება მუხლის გადაკვალიფიცირება, იმიტომ რომ უკვე 45 დღეზე მეტი გავიდა და ჯერაც არ არის დადგენილი, რომ ეს არის მკვლელობა," - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

დღის ამბები