09 სექტემბერი 2026,   02:07
ვრცლად
ზუგდიდში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები გამოკვლეულია, ზოგიერთი მათგანი კარანტინში, ზოგი კი - თვითიზოლაციაშია გადაყვანილი

ზუგდიდში გამოვლენილი ინფიცირებული მატარებლის მგზავრის კონტაქტებს ამ დრომდე იკვლევენ. უკვე გამოკვლეულია მატარებლის სხვა მგზავრები, ასევე სასტუმროსა და კვების ობიექტის თანამშრომლები, რომელთა ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი - თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზუგდიდში 28 აგვისტოს თბილისიდან მატარებლით ჩავიდა, სადგურიდან სასტუმრომდე კი ტაქსითაც იმგზავრა, თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

პაციენტი, სხვა ოთხ დადასტურებულ შემთხვევასთან ერთად, რუხის კლინიკაში მკურნალობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია აცხადებს, რომ 30 წლის ქალის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია.

"30 წლის ქალბატონის კონტაქტების მოძიება მოხდა, გამოვლენილია სასტუმროსა და კვების ობიექტების კონტაქტებიც. ზოგიერთი მათგანი გადაყვანილია კარანტინში, ზოგიერთი კი - თვითიზოლაციაში,"- განაცხადა მალხაზ თორიამ.

დღის ამბები