ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა თანამდებობის დატოვების პირობა წამოაყენა. ის მზადაა პოსტი დატოვოს, იმ შემთხვევაში, თუ თვითგამოცხადებული პარლამენტის ცალკეული დეპუტატები, რომლებზეც პროკურატურას გარკვეული მასალები აქვს, მანდატებს დათმობენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დე ფაქტო პარლამენტში მუშაობა შეაჩერეს. ისინი ითხოვენ, რომ ე.წ. გენერალური პროკურორი და ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხისგებაში მისცენ.