"ქართულმა ოცნებამ" გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩეველს პრემიერ მინისტრმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინეს.
გამოსვლების ნაწილი სამომავლო და უკვე განხორციელებულ პროექტებს დაეთმო. გიორგი გახარიას თქმით გიორგი ხოჯევანიშვილს ამომრჩევლის მაღალი მხარდაჭერა აქვს და მოსახლეობის პრობლემების ინტერესების გამტარებელი იქნება მომავალ პარლამენტში.
სიტყვით გამოსვლის დროს გაიხსენეს 2008 წლის ომი და მისი მძიმე შედეგები.