ხვალ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ადვოკატის განცხადებით, წარდგენილი ბრალდებები უტყუარად ადგენს ბრალდებულების დამნაშავეობას და მოლოდინი აქვს, რომ ისინი უმკაცრესად დაისჯებიან.
"მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა სათანადო მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადგენს ბრალდებულების დამნაშავეობას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან," - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი ჯერ თურქეთის კლინიკაში, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.