10 სექტემბერი 2026,   15:49
ვრცლად
ალბათ დროა, რაღაც მომენტში ბრიუსელი უბრალოდ გაჩერდეს. დამატებითი მცდარი ნაბიჯების გადადგმის და პარტნიორების დაკარგვის ნაცვლად, გადაიაზროს საკუთარი მცდარი საგარეო პოლიტიკა - ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ბრიუსელის მცდარმა საგარეო პოლიტიკამ ევროპასა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობები გააუარესა. მისი შეფასებით, დროა, ბრიუსელმა მცდარი ნაბიჯები შეაჩეროს და არსებული მიდგომები გადაიაზროს.

"ეს მდგომარეობა ამ ორ აქტორს შორის მოიტანა ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ. საკუთარ პარტნიორებს ვერ ესაუბრნენ, ვერ აუხსნეს, ვერ განუმარტეს, რატომ არის ბრიუსელი მათი მხარდამჭერი, მათი მეგობარი. ვერც განუმარტავდნენ, როდესაც შიდა რევოლუციებს უწყობ, როდესაც დამხობებს ახალისებ, როდესაც უკრძალავ ეკონომიკურ პოლიტიკას, როდესაც, ფაქტობრივად, ახალისებ სხვადასხვა ფორმით რუსეთთან ესკალაციაში, გასაგებია, რომ დაკარგავ შენს საკუთარ პარტნიორებს. ალბათ დროა, რომ რაღაც მომენტში, ბრიუსელი უბრალოდ გაჩერდეს. დამატებითი მცდარი ნაბიჯების გადადგმის და დამატებითი პარტნიორების დაკარგვის ნაცვლად, უბრალოდ გაჩერდეს, გადაიაზროს საკუთარი მცდარი საგარეო პოლიტიკა და შეეცადოს მისი პარტნიორების გულის მოგებას თავიდან," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის მიუღებელი უნდა იყოს ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა და ტრამპის მოძრაობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა. მისი მტკიცებით, აღნიშნული ორგანიზაცია ცდილობს ევროპელები დაარწმუნოს, თითქოს ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და იქ ნამდვილი დემოკრატია არ არსებობს.

 
დღის ამბები