09 სექტემბერი 2026,   05:24
ვრცლად
დავა "ლიდერფუდის" წილებზე გრძელდება - კომპანიის დირექტორი მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს

დავა კომპანია "ლიდერფუდის" წილებზე გრძელდება. კომპანიის მოქმედი დირექტორი ირაკლი დუმბაძე მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს. აცხადებს, რომ დავით ზეიკიძე უფლებადამცველებთან ერთად ცილისწამებაში, კორუფციასა და თაღლითობაში დადანაშაულების გზით მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობს.

"ძირითადად, ხდება პრესის საშუალებით ჩვენი შეურაცხყოფა, დადანაშაულება სხვადასხვა ბრალდებებით, თაღლითობაში, მტკიცებულებების გაყალბებაში, კორუფციაში და ა.შ. რაც თავადაც კარგად იციან, რომ შინაარსობრივადაც აბსურდია, მაგრამ აქვს კონკრეტული მიზანი - ეს მიზანი გულისხმობს, რომ შეილახოს ჩვენი რეპუტაცია საზოგადოების თვალში და შემდგომ ზემოქმედება სასამართლოზე," - განაცხადა ირაკლი დუმბაძის ადვოკატმა ავთანდილ თეთრაშვილმა.

ირაკლი დუმბაძე სიმამრს, დავით ზეიკიძეს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. მან და მისმა ადვოკატმა დღეს პროკურატურასაც მიმართეს, რათა დავით ზეიკიძემ მის მიმართ ცრუ ბრალდებების წაყენება შეწყვიტოს. ირაკლი დუმბაძე კომპანიის 50%-იანი წილის უკან დაბრუნებას ითხოვს. ორმა სასამართლო ინსტანციამ საქმეზე გადაწყვეტილება სწორედ მის სასარგებლოდ უკვე გამოიტანა. ახლა კი, საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბერს უნდა იმსჯელოს.

დღის ამბები