09 სექტემბერი 2026,   00:13
ვრცლად
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის საქმეზე დარჩენილ 6 შეკითხვას, კონკრეტული და სრულყოფილი პასუხები გაეცა - ალექსანდრე გეჯაძე

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ პროკურატურის მიერ ცოტა ხნის წინ, დამატებით გავრცელებულ ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, 14 შეკითხვიდან დარჩენილ 6 შეკითხვას, კონკრეტული და სრულყოფილი პასუხები გაეცა.

"დღეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის წარმოების პროცესში, მონაწილეობა მოწვეულმა ექიმ-კლინიცისტებმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მიიღო. 14 შეკითხვიდან დარჩენილ 6 შეკითხვას, კონკრეტული და სრულყოფილი პასუხები გაეცა. დადასტურდა, რომ შაქარაშვილს თავზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, უნდა ყოფილიყო ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევის სახით. ასევე, ცალსახაა, რომ შერყევას თან ახლავს გონების დაკარგვის ეპიზოდები, რომელიც რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება,"- განაცხადა დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ”ვექტორის” დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ.



 

 

დღის ამბები