გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ერთი პირი დააკავების საკითხზე, "დღის კურიერის" ეთერში, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ ნათქვამი, თითქო ეზოში 4 პირის საუბარი მოისმინა, ცრუ ინფორმაციაა, რადგან საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული გოგონა ამ დროს სახლში იმყოფებოდა და არა ეზოში.
"რაც შეეხება დაკავებულ პირს, აქ საუბარი არ არის მხოლოდ მის მიერ მოწოდებულ არასწორ და განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე, ფაქტი ძალიან მარტივია, - ადამიანი აცხადებდა, რომ ის ქუჩაში შეხვდა 4 პირს და მათი საუბარი შემთხვევით მოისმინა. იმ პირის ჩვენებით, ვინც მასთან ერთად სახლში იმყოფებოდა დადგინდა, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ის ეზოში იმყოფებოდა, რეალურად საცხოვრებელი სახლიდან არსად არ გასულა,"- განაცხდა ამირან გულუაშვილმა.
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსიმა "დღის კურიერის" ეთერში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველებსაც უპასუხა, რომლებიც ეჭვობენ, რომ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დაკავებული პირის ჩვენება, პროკურატურის ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგებოდა და 19 წლის ახალგაზრდა ქალი სწორედ ამიტომ, დააკავეს.
"როდესაც საქმეში არსებობს მტკიცებულებები, არგუმენტირებული და დასაბუთებული პოზიცია და დაცვის მხარეს არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება ჩვენი პოზიციის გასაქარწყლებლად, საბოლოო ჯამში ხდება იმ პოზიციების დაფიქსირება, რომელიც გულისხმობს, ბრალდების მხარის მხრიდან უკანონო ქმედებების განხორციელებას. თუმცა, ესეც მხოლოდ დაცვის მხარის თეორიული წარმოდგენებია.
ფაქტია, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები და დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოო ჯამში საქმეზე მართლმსაჯულება სწორად განხორციელდება,"- აღნიშნა ამირან გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დღეს ერთი პირი დააკავა.