09 სექტემბერი 2026,   02:08
ვრცლად
ექსპერტიზამ 14 მთავრი შეკითხვის პასუხი უპირობოდ გაგვაცნო და ამომწურავად უპასუხა ყველაფერს - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, დღეს დადებული ექსპერტიზის ახალი შედეგები, სადაც დარჩენილი 6 შეკითხვიდან ყველას გაეცა პასუხი, მისთვის მოსალოდნელი იყო. 

"იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ სისხლის სამართლის საქმის მასალებში გვქონდა, ბუნებრივია ეს პროგნოზირებადი იყო, თუმცა კარგია, რომ ექსპერტიზას დაზუსტების შესაძლებლობა მიეცა,"- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ. 

რაც შეეხება ექსპერტიზის მიერ გაცემულ პასუხს მე-4 შეკითხვაზე, გიორგი შაქარაშვილი იყო გონებადაკარგული თუ არა, როდესაც წყალში აღმოჩნდა, შესაძლებელია თუ არა, რომ რაიმე სივრცე და დამატებითი შეკითხვა გაჩნდეს ამ საკითხზე, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზამ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა და ამაზე მეტი შეკითხვა არ შეიძლება დარჩეს. 

"როდესაც ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ბუნებრივია, დაცვის მხარე ცდილობს ყველა მეთოდით საზოგადოების აზრის ფორმირება მოახდინოს უდანაშაულობის თვალსაზრისით, შესაძლებელია ამის გამოყენებაც სცადოს ვინმემ, მაგრამ იურიდიულად და ფაქტობრივად, ეს გამორიცხულია. ექსპერტიზამ 14 მთავრი შეკითხვის პასუხი უპირობოდ გაგვაცნო და ამომწურავად უპასუხა ყველაფერს" - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დღეს, პროკურატურამ შაქარაშვილი საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შედეგები გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს შეადგენს.

დღის ამბები