09 სექტემბერი 2026,   06:17
ვრცლად
გამოძიებაში ე.წ შეგდებული მოწმეების დაუსრულებელ და ამოუწურავ გაფართოებას ბოლო უნდა მოღებოდა - მირიან ნიკოლაძე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულზე 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ მოწმის დაკავებას გარდაცვლილი სპორტსმენის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე "დღის კუერიერში" გამოეხმაურა. მისი თქმით, მშობლების პოზიციაა, რომ ცრუ ჩვენების შემთხვევაში პირის პასუხისგებაში მიცემა პრევენციაა, რადგან მსგავს ფაქტებზე თვალის დახუჭვა მკვლელებისთვის ხელის დაფარების ხელშეწყობაა.

"ამ ახალგაზრდა ქალზე მე ადრეც ვისაუბრე ტელევიზიით, რომ ბოლო უნდა მოღებოდა, გამოძიებაში ე.წ შეგდებული მოწმეების დაუსრულებელ და ამოუწურავ გაფართოებას, ვინაიდან ეს გამოძიებას ართმევდა უამრავ დროს და საბოლოო ჯამში, გამოძიებას რომ თავი დავანებოთ, სადაც ათულეობით ადამიანი იყო ჩართული, მოსამართლესთან, რომელიც ერთი უნდა იყოს საქმის განხილვის დროს და აქვს შეზღუდული ვადა, წარმოიდგინეთ რამხელა პრობლემას ქმნიდა. 

მე ვთქვი და კვლავაც ვადასტურებ, ახალგაზრდა გოგო, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ყავს, რატომ უნდა გინდოდეს რომ ის მკაცრად დაისაჯოს, მიუხედავად ჩვენი ტრაგედიისა, არ ვართ ამი მომხრე, მაგრამ ის რომ მას შეფასება არ მისცემოდა, არ დასჯილიყო ამა თუ იმ ფორმით წარმოუდგენელია. ეს იქნება პრევენცია სამომავლოდ სხვებისთვისაც.

თქვენ თუ მისის დაკითხვის ოქმს გადაავლებთ თვალს, ნახავთ როგორ მოხდა მისი გამოძიების წინაშე მოხვედრა და როგორი ხელშეწყობით იყო და რა საფუძველი ჰქონდა.  შესაძლოა მას პირადი მოტივი ჰქონდა, მაგრამ მინიმუმ ხელშეწყობის მექანიზმები, რომ სხვამ შეუქმნა, ფაქტია,"- განაცხადა "დღის კურიერში" მირიან ნიკოლაძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, პროკურატურის მიერ დასახელებულ ვერსიას, "ჟურნალისტურ კარიერასთან" დაკავშირებით, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ მოტივი თვითონ დაკავებულმა უნდა დაასახელოს.

"როდესაც ვუყურებთ ყოველდღიურად, ვიღაცამ სამ მილიონ ადამიანში, მაინცდამაინც კონკრეტულმა ტელევიზიამ აღმოაჩინა ამირხანაშვილის მობილური, თითქოს ვიღაცას სახლში მოსასმენი აპარატი დაუმონტაჟეს, ეს ყველაფერი არის ერთი სქემის ნაწილი. ჰქონდათ აბდა-უნდა, აბსურდული ვერსია, რომლითაც სურდათ, რეალური მკვლელებისთვის ხელი დაეფარებინათ. მე გეუბნებით პირდაპირ, მშობლების მოსაზრებას, რომ ეს არის მკვლელებისთვის ხელის დაფარების ხელშეწყობა, როდესაც საერთო სქემით, ცრუ მოწმეებით, ცრუ ექსპერტებით, გამოგონილი ვერსიებით და რაღაც სისულელეებით ხდება იმის პროპაგანდა, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს აბსურდის.

საქმეში დადასტურებული მტიკცებულებაა, რომ "ტოიოტას" მგზავრების გარდა, იქ ვერავინ ვერ იქნებოდა ფიზიკურად. მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ არც არავინ ყოფილა და ასევეა დადასტურებული, რომ მათ ჩაიდინეს მკვლელობა და კარგია, რომ ექსპერტიზითაც და ცრუ მოწმის გამოვლენითაც, ყველასთვის ნათელი გახდა ყველაფერი"- განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ "დღის კურიერში".

დღის ამბები