"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
გიორგი ღვინიაშვილის თქმით, როგორც ამ სოფელში, ისე სხვა სოფლებში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ამ ხელისუფლებას შეუძლია თუმცა მოსახლეობა უპატრონოდ ჰყავს მიტოვებული. გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილელად მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს, ხოლო ევროპული საქართველო იქნება სწორი მიმართულების კომპასი.
"ძალიან ბევრი ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია. მე მოსაელეობისგან მოვისმინე პრობლემები, მაგალითად სასმელი წლის პრობლემა და ა.შ, რომელიც შეეძლო 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებას მოეგვარებინა,"- აცხადებს გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ევროპული საქართველოდან” გიორგი ღვინიაშვილი.