"კოვიდ 19"-ის პირველი ფაქტი დღეს გურიაში დაფიქსირდა.
გურიისგან განსხვავებით, წითელ ზონად რჩება მეზობელი აჭარის რეგიონი, სადაც ინფექციის მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყნის მაშტაბით 28 ახალი შემთხვევიდან 12 ბათუმში მდებარე საკონდიტრო "დონას კლასტერს" უკავშირდება. სწორედ ამის გამო აჭარაში პრევენციული ზომები კიდევ უფრო მკაცრდება.
სულ ამ ეტაპზე საქართველოს კოვიდ ცენტრებში 275 პაციენტი მკურნალობს.