ოზურგეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაინფიცირებული შუახნის მამაკაცი სოფელ ასკანიდან არის და გავრცელებული ინფორმაციით, მას კომუნიკაცია ჩოხატაურში მცხოვრებ კორონავირუსით დაინფიცირებულთან ჰქონდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მაია ქუტიძის განცხადებით, მათი სამსახური სოფელ ასკანაში მიემგზავრება.