17 მაისი 2024,   13:14
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისთვის 27 მილიონ აღწევს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ამ დროისთვის 27 მილიონ აღწევს. ლეტალურად კი, თითქმის 880 ათასი ადამიანის სიცოცხლე დასრულდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ ინფექციის შემთხვევების მზარდი დინამიკაა შენარჩუნებული, სადაც ერთ დღეში ვირუსი 49 ათას ადამიანს დაუდგინდა.

ეს მონაცემი ბრაზილიაში 51 ათასს აჭარბებს. რეკორდული მონაცემი დაფიქსირდა ინდოეთში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 87 ათასით გაიზარდა. მზარდია მონაცემები საფრანგეთშიც, სადაც ერთ დღე-ღამეში COVID-19 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.

ესპანეთში კი, განვლილ 24 საათში COVID ინფიცირებულთა რაოდენობა 10,474-ით გაიზარდა. 

კორონავირუსს ებრძვიან საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. თურქეთში ვირუსის 1,612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში ეს მონაცემი 5 ათასს აჭარბებს, უკრაინაში კი 3 ათასს აღწევს. კორონავირუსი დაუდგინდა უკრაინის პატრიარქ ფილარეტსაც.

დღის ამბები