პარტია "ევროპული საქართველოს" არჩევნებიდან მოხსნის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სარჩელი სასამართლოში "ევროატლანტიკური საბჭოს ვექტორის" თავმჯდომარემ, სერგო ჯავახიძემ შეიტანა, რომელიც აცხადებდა, რომ პარტია "ევროპულმა საქართველომ" ცესკო-ში რეგისტრაციის ვადები დაარღვია, რის საფუძველზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო.
მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილებით, სერგო ჯავახიძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია რეგისტრაციაში კანონის სრული დაცვით გაატარა.
მოსარჩელეს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 2 დღის ვადაში შეუძლია.