23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას ისევ უნდობლობას უცხადებს. ოჯახი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო-ჩანაწერებსა და ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი მთავარი მოთხოვნაა, გამოძიებამ წარმოადგინეს სატელიტის ჩანაწერები და დაამტკიცოს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა სოფელ მაწევანში 5 დღის განმავლობაში იდგა. ოჯახის ინტერესების დამცველმა დღეს ისიც თქვა, რომ საქმეში მოწმეების შეცვლილი ჩვენებები დევს და ამ ჩვენებების გასაჯაროვებაც არ გამორიცხა. მიხეილ რამიშვილმა ასევე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილ ვიდეოდღიურებზეც ისაუბრა:
"დღიურებს რომ ვაწარმოებდით ამდაგვარი რაღაცაა იუთუბზე გაკეთებული, იქ არის - ჩემი მომავალი როგორი იქნება, მთელი ათწლეულების განმავლობაში, დღეს ვარ ცუდ ხასიათზე, არ მინდა კარგი ცხოვრება... ასე და ამდაგვარი, იყო მაგაზე საუბარი, რომ ამას გავასაჯაროებთ.
18 ივლისიდან არანაირი საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოები არ მიდიოდა და 22 ივლისს, რომ წავიდა თეთრიწყაროში შუქი, 22 ივლისს დააყენეს მანქანა იქ, სატელიტიდან დადონ სურათები და დავისვენებთ ყველა,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.