18 მაისი 2024,   11:30
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევით ბრაზილია აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს

კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში მატულობს. მონაცემები სწრაფად იზრდება სამხრეთ ამერიკაში. საერთო ჯამში ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინდოეთის შემდეგ იკავებს. სირიაში გაეროს 200-ზე მეტი თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ იტყობინება საერთაშორისო მედია.

კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად მატულობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ესპანეთი დასავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც COVID-19-ის მაჩვენებელმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ფრანგი ეპიდემიოლოგები კი, მონაცემების ზრდის გამო ზამთარში მოსალოდნელ რთულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობენ.

საჯარო ადგილებში შეკრების დასაშვები ლიმიტი ასიდან 50-მდე უკვე შემცირდა დანიის დედაქალაქსა და 17  მუნიციპალიტეტში. შეზღუდვების ხელახლა დაწესებას არ გამორიცხავს შოტლანდიის პრემიერ-მინისტრიც.

რთული ვითარებაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. თურქეთში 15 მაისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 57 ადამიანი. ბოლო 24 საათში კორონავირუსს რუსეთში 51, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი 3 ინფიცირებული ემსხვერპლა.

დღის ამბები