19 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
აჭარა უკვე წითელი ზონაა, თუმცა რეგიონის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება - მარინა ეზუგბაია

აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარაში, სავარაუდოდ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, თუმცა რეგიონის ჩაკეტვა ჯერჯერობით, არ იგეგმება.

"აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. ახლა რას ნიშნავს ეს, რომ იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარის რეგიონი წითელი ზონა არის უკვე და ამიტომ, იქ ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი.

კერძოდ, ეს არის რეკომენდაციის შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების ალბათ გაძლიერება და ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება. აჭარის ჩაკეტვაზე, ჯერჯერობით, ლაპარაკი არ არის. დანარჩენი გამოჩნდება, როგორი მატება გვექნება იქიდან გამომდინარე," - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

დღის ამბები