"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად კახიანოურის და გამარჯვების ოლქის ამომრჩეველს შეხვდა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივებმა იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის მოგვარებაც მათი უბნისთვის მნიშვნელოვანია.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ მოსახლეობას ის გეგმები გააცნო, რომელიც ქუთაისში მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ხელისუფლებასთან ერთად უნდა განახორციელოს.