09 სექტემბერი 2026,   00:14
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე დღეს სავარაუდოდ ე.წ. ოქროს მოწმეები დაიკითხებიან 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. მოწმეების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადვოკატებს ამ ეტაპზე არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაიკითხებიან ე.წ. ოქროს მოწმეები.

უფლებადამცველების თქმით, მთავარი კითხვები მათ შეცვლილ ჩვენებებთან დაკავშირებით ექნებათ.

"ვფიქრობთ, უკვე დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც არიან მთავარი ფიგურანტები, ოქროს მოწმეები. ესენი არიან ამირხანაშვილი, ახვლედიანი, ქათამაძე და ღიბრაძე. ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება კითხვები. ვფიქრობ, ვერ ექნებათ მათ სწორი სამართლებრივად გამართული პასუხები, რადგან ჩვენებები არა ერთხელ არის შეცვლილი, თუმცა გვაინტერესებს რა ახსნა ექნება იმ გამოკითხვის ოქმებს, რომლებშიც არის სხვადასხვა ფაქტობრივ მონაცემებზე საუბარი და სხვადასხვა ინფორმაცია მიწოდებული," - განაცხადა არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა, ზაქარია გვიშიანმა. 

დღის ამბები