17 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ნავალნის მოწამვლაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებენ

"დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას გმობენ. ერთობლივ განცხადებაში კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ოფიციალურ მოსკოვს ნავალნის მოწამვლაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებენ და ქიმიური იარაღის ნებისმიერ გარემოებაში გამოყენებას მკაცრად აკრიტიკებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი შვიდეულის მინისტრები ახლოდან დააკვირდებიან, როგორ უპასუხებს რუსული მხარე საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს.  

დღის ამბები