17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
წელს "თბილისობის" დღესასწაული არ გაიმართება

წელს "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არსებული რეალობიდან გამომდინარე თბილისობის ღონისძიებები არ გაიმართება.

"თბილისობა ზოგადად იმართებოდა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანის სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და შესაბამისად, თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული. ჩვენ გვექნება ჩვენს კულტურის სამსახურთან მუშაობა იმასთან დაკავშირებით რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომელიც ლაივ რეჟიმში გადაეცემა," - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები