09 სექტემბერი 2026,   07:02
ვრცლად
სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს ახმეტის ქარხნები დილიდან ჩაიბარებენ

სტიქიამ კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ, როემლიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, ვენახები დააზიანა.

რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ დღეს დილიდან ახმეტის ქარხნები სტიქიისგან დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებენ.

"ახმეტის რაიონში მოსულმა სეტყვამ, გარკვეულწილად, დაახლოებით 200 ჰექტარი ფართობზე დააზიანა ვენახები. სანამ მიკრობიოლოგიური პრობლემები გავრცელდება, სიდამპლე და ა.შ, ამისთვის ორი-სამი დღე გვაქვს და სასწრაფოდ ვხსნით ქარხანას, სხვა ყურძნის მსგავსად, ამ დაზიანებულ ყურძენსაც 80 თეთრად ჩავიბარებთ,"- აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. 

დღის ამბები