09 სექტემბერი 2026,   07:49
ვრცლად
ტელეფონებიდან ინფორმაცია წაშალეს თვითონ, გაგნიძისაც, ვახოსიც და რევაზიშვილისაც - ვახო ჩიქოვანის დედა

სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის განხილვას იწყებს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება. ცალკე წარმოებად გამოყოფილ ამ კონკრეტულ საქმეს 5 ბრალდებული ჰყავს. საუბარია "ტოიოტას მარკის" ავტომობილის მგზავრებზე.

სასამართლოსთან მივიდნენ ბრალდებულების ოჯახის წევრები, რომლებმაც მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

დღეს პირველად ისაუბრა ჟურნალისტებთან ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედამ. ნინო გოგილაშვილის თქმით, მისი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. მისი თქმით, ჩხრეკა არ ჩატარებულა მისი ბიძაშვილის სახლში.

გარდა ამისა, ნინო გელაშვილის განცხადებით, არც მის შვილს, არც გაგნიძეს და არც რევაზიშვილის საკუთარი ტელეფონებიდან ინფორმაცია არ წაუშლიათ.

"ტელეფონები წაშალეს თვითონ, გაგნიძისაცვახოსიც და რევაზიშვილისაც. არ ვიცი ვინ წაშალა. საათი საერთოდ არასოდეს არ ჰქონია ვახო ჩიქოვანს," - ამბობს ვახო ჩიქოვანის დედა ნინო გოგილაშვილი.

სასამართლოსთან იმყოფება ნიკა რევაზიშვილის ძმაც, ვახო რევაზიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია.

"ჩიტიძის ჩვენება ამოღებული იქნება თუ არ იქნება ამოღებული, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მის ჩვენებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, ეს კარგად იციან მოსამართლეებმა. როგორც უკვე არა ერთხელ მითქვამს, ერთადერთი მიზეზით იყო ჩიტიძის ჩვენება შექმნილი, რომ შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს საქმე იყო გამოძიებული," - განაცხადა ნიკა რევაზიშვილის ძმამ. 

დღის ამბები