09 სექტემბერი 2026,   07:52
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში. დაიკითხებიან პოლიციელები და ექსპერტები, რომლებმაც გარკვეული საპროცესო მოქმედებები განახორციელეს. ასევე გამოიკითხებიან მთავარი მოწმეები, რომლებიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით არიან წარმოდგენილები.

"წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა მოწმეები, მათ შორის არის ინფორმაცია, რომ წარმოდგენილი იქნება მოწმე ამირხანაშვილიც. დაიკითხა 24 მოწმე, ამ მოწმეებს არ მიუციათ სასამართლოსათვის ისეთი ჩვენება, რომელიც გამამტყუნებელი იქნებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის. თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ჩვენს მიერ სააპელაციო სასამართლოში იქნება გასაჩივრებული," - აცხადებს არასრულწლოვან ნ.ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი.

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე ბრალდების მხარეს მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ადანაშაულებს;

"გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გიორგი ქათამაძემ დაასახელა მასზე განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე პირებად გიორგი მერაბიშვილი, არასრულწლოვანი ლ.შ. და კიდევ სხვა პირები. ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ბრალდებას სურს, რომ მტკიცებულებების არქონის გამო შექმნას საზოგადოებრივი აზრი იმ ფორმით, რაც გაუადვილებს სასამართლოს, რომ ამ პირთა მიმართ დაადგინოს გამამტყუნებელ განაჩენი," - განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

დღის ამბები