18 მაისი 2024,   11:31
ვრცლად
საფრანგეთსა და საბერძნეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთსა და საბერძნეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საფრანგეთში ერთ დღეში ვირუსი 10 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. მოიმატა იმ პაციენტების რაოდენობამაც, რომლებსაც რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

შეზღუდვები გაამკაცრა პორტუგალიის მთავრობამ, ქვეყნის მასშტაბით ადამიანების შეკრების ლიმიტი 20-დან 10-მდე შემცირდა. შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება ნორვეგიასა და ინგლისშიც. გასულ დღე-ღამეში ინდოეთში COVID-19-ის 96 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად მზარდია სამხრეთ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშიც. კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში უკვე 28 მილიონს აჭარბებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 180 ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს.

დღის ამბები