თითქმის ცხრა თვიანი განხილვების შემდეგ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე საბოლოო განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება. დაზარალებულის ადვოკატი ვარაუდობს, რომ დამნაშავეებს სასჯელის უკიდურესი ფორმა განესაზღვრებათ.
ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ის ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს, ამჯერად, გერმანიაში გადის. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.