ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, გაჩნდა ტელევიზიების კლასტერები. მარინა ეზუგბაიამ მედიის წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი უახლოეს პერიოდში იქნება ლოკალიზებული.
"თქვენც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ გარკვეულწილად თქვენი კითხვები მუდმივად იყო სამედიცონო სექტორის, სამედიცონო კლასტერის ინფიცირებაზე, ახლა გადმოვიდა ტელევიზიების კლასტერებზე. მინდა გისურვოთ რაც შეიძლება ნაკლები კლასტერები გქონოდეთ.
რუსთავი2-თან დაკავშირებული პასუხები დღის განმავლობაში იქნება ალბათ ცნობილი, იმედია, რომ მანდაც მინიმალური იქნება შემთხვევა, დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზიებში თავს იცავდით ისე როგორც საჭიროა და იმედია, რომ თქვენთანაც ლოკალიზებული იქნება ეს პროცესი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.