17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად ნიუ-იორკში ტრაგედიის ადგილი ლურჯი ილუმინაციებით გაანათეს

11 სექტემბრის ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ნიუ-იორკში ტრაგედიის ადგილი ლურჯი ილუმინაციებით გაანათეს. ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებული ცერემონიები წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეპიდემიის გამო, შეზღუდული ფორმით გაიმართა. 19 წლის წინ ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. თვითმფრინავები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებსა და პენტაგონის შენობას შეეჯახა. მომხდარი ტერაქტების სერიას სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობით ეს თავდასხმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.

დღის ამბები